Belive

მესუთ იოზილმა მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მესუთ იოზილის აზრით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველი, ანტონიო რუდიგერია:

,,ტონი რუდიგერი ახლა მსოფლიოს საუკეთესო მცველია! ჩემს ყოფილ გუნდთან, რეალთან ერთად წარმოუდგენელ სეზონს ატარებს...

შეგიძლიათ, ოსიმენსა და ჰოლანდს ჰკითხოთ, რამდენად კარგია ის! ნახეთ, რა დაემართა ჩელსის მისი წამოსვლის შემდეგ, მათ რუდიგერის მენტალიტეტი აკლიათ.'' - დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში

მიმდინარე სეზონში რუდიგერის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

გუშინ ,,სამეფო გუნდმა'' ,,მალიორკას'' წინააღმდეგ სწორედ 30 წლის ცენტრალური მცველის გოლით იმარჯვა.

სხვა სტატიები