მესის წერილი სუარესს: "გუნდიდან გაგდებას არ იმსახურებდი"
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
“ამაზე ფიქრი უკვე დაწყებული მქონდა, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, შეგუება მომიწია. მოედანზე და მოედანს მიღმა, თითოეული დღის შენთან ერთად გატარებაზე უარის თქმა ძალიან რთული იქნება. ძალიან მოგვენატრები. ჩვენ ერთად არაერთი წელი გავატარეთ, ძალიან ბევრი ლანჩი და ვახშამი გამოვიარეთ. არსებობს ძალიან ბევრი რამ, რასაც ვერ დავივიწყებ. შენი სხვა მაისურით ხილვა ძალიან უცნაური იქნება. შენს წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო უცნაური იქნება. შენ იმსახურებდი ისეთ გაცილებას, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა იმას, ვინც ხარ: კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი. ადამიანი, რომელმაც გუნდურ და ინდივიდუალურ დონეზე ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწია. გუნდიდან ასეთ გაგდებას არ იმსახურებდი. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, მე უკვე აღარაფერი მაკვირვებს".შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "ატლეტიკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ურუგვაელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 283 მატჩი ჩაატარა და ამ პერიოდში, 195 გოლსა და 113 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.