Belive

მესის მორიგი ისტორიული მიღწევა - ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არგენტინის ნაკრებმა სტუმრად პერუ 0:3 დაამარცხა.

დუბლის შესრულება შეძლო 36 - ლეო მესიმ, რომლისთვისაც ეს გოლები კვლავ ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ კი, ლეო მესი სამხრეთ აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გატანილი გოლებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა (31 გატანილი გოლი).

ეს რეკორდი - ლუის სუარესს ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 29 გატანილი გოლი იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, განვლილი 4 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრები 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილს კი ურუგვაი, ბრაზილია და ვენესუალეა 7-7 ქულით იყოფენ.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ გოლი არ გაუშვია.

სხვა სტატიები