Belive

მესის MLS-ში თამაში სურს, თუმცა...

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. ლეო მესის მტკიცებით, MLS-ში თამაში და ახალი გამოწვევის მიღება სურს, თუმცა ამ ეტაპზე "ბარსელონას" ერთგულია და გუნდის დატოვებას არ გეგმავს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მოქმედი კონტრაქტი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესის იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან შეეძლება მოლაპარაკების გამართვა. მედიაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, La Sexta-სთან საუბარში მესიმ აღნიშნა, რომ "კამპ ნოუზე" ბედნიერია, თუმცა მომავალში MLS-ში გადასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. "ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში და ახალი გამოწვევის მიღება მსურს. ამ წუთას შორეული გეგმების დასახელებისგან თავს შევიკავებ და მიმდინარე სეზონის დასრულებას დაველოდები", - აღნიშნა ლეო მესიმ. "ბლაუგრანას" ლიდერი გასულ ზაფხულს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ზაფხულში ძალიან ცუდი პერიოდი გავატარე პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ სურდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ცუდ ადამიანად წარმოვეჩინე. რაც მოხდა, მოხდა და არაფერს ვნანობ. ვფიქრობდი, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულებული იყო და ცვლილება მჭირდებოდა. წასვლა მინდოდა, თუმცა ჩემი შვილები დარჩენას მთხოვდნენ, პრეზიდენტი კი მაიძულებდა, ცვლილებაზე არ მეფიქრა."

სხვა სტატიები