მესის გაუსწრო, რონალდუს გაუთანაბრდა - ლევანდოვსკის ისტორიული მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
"ბენფიკამ" და "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონის, ჩემპიონთა ლიგის, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზეს. ლიგის ფაზის მე-7 ტურში, ლისაბონელები 2-ჯერ იგებდნენ 2-ბურთიანი სხვაობით, საბოლოოდ კი გამარჯვება"ბარსელონამ" მოიპოვა (4:5).
წვიმიან "დე ლუჟზე" იყო მეკარის შეცდომები, პენალტები, ბოლო წუთზე გოლი და ბევრი ემოცია, საბოლოოდ კი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ვიხილეთ.
ამ მატჩში კი ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაწერა რობერტ ლევანდოვსკიმ - კერძოდ, პოლონელმა ფორვარდმა "ბენფიკას" წინააღმდეგ ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა და 19 გატანილი თერთმეტმეტრიანი დაუგროვდა, რითიც ლეო მესის გადაუსწრო (18), ხოლო კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა (19).
Lewandowski has 𝙨𝙪𝙧𝙥𝙖𝙨𝙨𝙚𝙙 Messi and 𝙚𝙦𝙪𝙖𝙡𝙡𝙚𝙙 Ronaldo for 𝗺𝗼𝘀𝘁 🆑 𝗽𝗲𝗻𝗮𝗹𝘁𝗶𝗲𝘀 𝘀𝗰𝗼𝗿𝗲𝗱 🔥🎯 pic.twitter.com/PQoQGTxmAD
— 433 (@433) January 22, 2025
ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში ადგილი უკვე განაღდებული აქვს, ამიტომ ბოლო ტურის შეხვედრა მათთვის ფორმალობაა. ჰანსი ფლიკის გუნდი, ლიგის ფაზის უკანასკნელ შეხვედრას მონჟუიკზე, "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.