Belive

მესის ეფექტი - რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
29 აგვისტოს, "პსჟ"-ს შემადგენლობაში ლეო მესის დებიუტი შედგა, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა. მის გამოჩენას "რეიმსის" გულშემატკივრები ომაციებით და შეძალიხებით შეხვდნენ. საბოლოოდ, მატჩი პარიზული გრანდის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ, რეიმსის ფეხბურთელებმა ლეო მესი სტადიონზე დატოვეს და მასთან ფოტოები გადაიღეს. "რეიმსის" მეკარე - პრედრაგ დაიროვიჩი ამ მხრივ გამორჩეული იყო. მან მესი სტადიონიდან არ გაუშვა, საკუთარი შვილი სტადიონზე შემოიყვანა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან ფოტოები გადაუღო.
Messi-bb4e
მატჩის შემდეგ, "რეიმსის" მეკარის მეუღლემ, მოდელმა - ანა რაიკოვიჩმა, სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე, მისი შვილისა და ლეო მესის ფოტო დადო, სადაც არგენტინელი ფეხბურთელი დათაგა და ფოტოსთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.

სხვა სტატიები