Belive

მესის ჩემპიონთა ლიგაზე 36 საგოლე გადაცემა მოუგროვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტურინის "იუვენტუსმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა. მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელმაც ჯერ დემბელეს გაატანინა, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, ტურინელთა კარი 11-მეტრიანი დარტყმით აიღო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ საგოლე გადაცემების რაოდენობით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა: მესის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 36 ასისტი მოუგროვდა. პირველ ადგილს კი, 40 საგოლე პასით, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომელმაც მატჩი კორონავირუსის გამო გამოტოვა. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირებს შორის, ასევე რონალდუსა და მესის სახელი გვხვდება: პორტუგალიელის ანგარიშზე 131, ხოლო არგენტინელის კი 117 გოლია. მესამე პოზიციას რაული 71 გოლით იკავებს და თუკი რობერტ ლევანდოვსკისა (68) და კარიმ ბენზემას (66) შედეგიანობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ ლეგენდარულ ესპანელს პოზიციის დათმობა კიდევ ერთხელ მოუწევს.

იხილეთ მიმოხილვა: იუვენტუსი 0:2 ბარსელონა

სხვა სტატიები