Belive

მესიმ ვან დაიკის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვირჯილ ვან დაიკი დღესდღეისობით მსოფლიოს საუკეთესო მცველად მიიჩნევა. ჰოლანდიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგის განხორციელებაც კი თითქმის შეუძლებელია. ლეო მესიმ ესპანურ მედიასთან ვან დაიკის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა. "ვირჯილი ძალიან დიდი და სწრაფია, თუმცა, სიმაღლის მიუხედავად, მაინც ძალიან მოქნილია. ვან დაიკის სისწრაფეს მისი დიდი ნაბიჯები განაპირობებს. ჰოლანდიელი შთამბეჭდავია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამას ბევრი გატანილი გოლი მოწმობს," - განაცხადა მესიმ.

სხვა სტატიები