არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარს დაურეკა და "რეალში" გადასვლის ნაცვლად, "ბარსელონას" სასარგებლოდ სთხოვა არჩევანის გაკეთება.
ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესისა და ნეიმარს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მესი შეეცადა დაერწმუნებინა ნეიმარი, რომ კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნდეს.
Marca-ს მტკიცებით, მესის არ სურს რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა "რეალის" მაისური მოირგოს და მის წინააღმდეგ ითამაშოს. ნეიმარის მიმართ უკმაყოფილებას "პსჟ"-ს ფანები ღიად გამოხატავენ, რომელთაც პარიზული გრანდის საშინაო მატჩის დროს, ნეიმარის შეურაცხმყოფელი ბანერები გადმოკიდეს.