მესიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაკალისტერს გადასცა
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დასკვნით ფაზაში შედის. 30 ნოემბერს C და D ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი არგენტინა – პოლონეთის დაპირისპირება იყო.
არგენტინამ მაკალისტერისა და ალვარესის გოლებით 2:0 გაიმარჯვა და C ჯგუფი პირველი ადგილითა და 6 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე კი პოლონეთის ნაკრები 4 ქულით გავიდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ FIFA-მ ლეო მესი დაასახელა, თუმცა ლეომ ეს არასამართლიანად მიიჩნია და საკუთარი სურვილით, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაკალისტერს გადასცა.
🇦🇷 Lionel Messi was given the MOTM award vs Poland by FIFA,as shown on the official FIFA page.
— FIFA World Cup Stats (@alimo_philip) November 30, 2022
🏅Messi gave the award to Mac Allister to boost his morale after his outstanding performance vs. Poland.
🤩 Classy #FIFAWorldCup Act#Messi𓃵|#ARG|#POLARG pic.twitter.com/EdvArd8lUY
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაკალისტერმა კი მეორე ტაიმის სტარტზევე პოლონეთის ნაკრების კარი აიღო.