მესიმ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა
საფრანგეთის ლიგა 1-ს 31-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლანსს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩში ერთი გოლი გაიტანა პარიზული გუნდის შემტევმა, ლეო მესიმ, რომელსაც ევროპის Top 5 ლიგაში 495 გოლი (474 - ლა ლიგაში, 21 - ლიგა 1-ში) დაუგროვდა.
შედეგად, არგენტინელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც ტოპ 5 ჩემპიონატში ასევე 495 გოლი (103 - პრემიერლიგაში, 311 - ლა ლიგაში, 81 - სერია A-ში) აქვს გატანილი.
მესიმ აღნიშნული შედეგის მიღწევა 572 მატჩში შეძლო, კრიშტიანუმ კი - 626-ში.
ლეოს რეკორდის გაუმჯობესების პირველი შანსი პარასკევს, 21 აპრილს, ,,ანჟერთან'' შეხვედრაში ექნება.
Most league goals scored in the history of Europe's top five divisions:
— Squawka (@Squawka) April 15, 2023
◉ 495 - Lionel Messi
◉ 495 - Cristiano Ronaldo
We lived in a 🐐🐐 era. pic.twitter.com/Drks3pLXOB