მესიმ დაასახელა გუნდი, რომელში თამაშზეც ოცნებობდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ლეო მესის, ,,ნიუელს ოლდ ბოისში'' შესაძლო თამაშზე ჰკითხეს:
,,არგენტინული ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება, ,,ნიუელს ოლდ ბოისში'' თამაში, რომლის სტადიონზეც ბავშვობაში დავდიოდი - ამის გაკეთება ყოველთვის მინდოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.
ამ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო,'' - განაცხადა მესიმ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მესიმ ,,ინტერ მაიამისთან'' ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.