Belive

მესი ვარჯიშს მალე დაიწყებს: როდის შეძლებს არგენტინელი მოედანზე დაბრუნებას?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინული მედიის ინფორმაციით, 8 ოქროს ბურთის მფლობელი, ლიონელ მესი საფეხბურთო მოედანს მალე დაუბრუნდება.

კოპა ამერიკას ფინალში (კოლუმბიასთან გამარჯვება 1:0) მიღებული ტრავმის შემდეგ, 37 წლის არგენტინელი ათიანი აღდგენით პერიოდს გადის, მალე კი უკვე ვარჯიშსა და თამაშსაც შეძლებს.

ცნობილი ხდება, რომ "ბარსელონას" ლეგენდა გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში განააახლებს, მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა კი მიმდინარე თვეშივე ექნება. დიდია შანსი, ლეომ 31 აგვისტოს, "ჩიკაგოსთან" გასამართ შეხვედრაში რამდენიმე წუთის თამაშიც მოახერხოს. სრულფასოვნად სათამაშოდ ლიონელ მესი მზად უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა იყოს.

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის მიერ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოძახებულ განაცხადში, ლეო აღნიშნული მიზეზის გამო არ არის.

სხვა სტატიები