მესი: ,,პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, რაც დიდი იმედგაცრუება იყო''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, ,,პსჟ-ში'' მისი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო:
,,ჩემი მიზანია, მოვიგო ყველა ტურნირი, რომელშიც ვთამაშობ, შესაბამისად, არც ჩემპიონთა ლიგაა გამონაკლისი.
,,პსჟ-ში'' გატარებულ 2 სეზონში ამ ტიტულის მოპოვება ვერ შევძელით, რაც ორივე შემთხვევაში დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, არ ჩამოვწეროთ ის ტურნირები, რომელთა მოგებაც მოვახერხეთ, მაგალითად - საფრანგეთის ჩემპიონატი,'' - განაცხადა მესიმ.
გასულ სეზონში მესიმ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. არგენტინელმა სეზონის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდი დატოვა და ,,ინტერ მაიამიში'' გადავიდა.