მესი: ,,მონტიელს, გადამწყვეტი პენალტის წინ, ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი დაესრულებინა''
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, განმარტა თუ რას გრძნობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გონსალო მონტიელის გადამწყვეტი პენალტის დარტყმის წინ:
,,სიმართლე გითხრათ, ეს მომენტი კარგად ნამვილად არ მახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, მინდოდა, მონტიელის გაეტანა და ჩვენი ტანჯვა დასრულებულიყო. მგონი, მსგავსი რაღაც ვთქვი. ღმერთს გამარჯვებას ვთხოვდი, ისე, როგორც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მონტიელს ვუთხარი: ,,გააკეთე, დაასრულე ყველაფერი, აღარ გავაჭიანუროთ.''
მივმართე თუ არა ბებიაჩემს ან მარადონას? არა... ღმერთს ვთხოვე, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო,'' - განაცხადა მესიმ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.