მესი MLS-ში გადასვლაზე: ,,სადაც არ უნდა ვიყო, ვეცდები რომ უმაღლეს დონეზე თამაში გავაგრძელო''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ,,ინტერ მაიამიში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,ჩემი მენტალიტეტი და ის, რაც ჩემს თავშია, არ შეიცვლება. სადაც არ უნდა ვიყო, ვეცდები, რომ ჩემი გუნდისთვის მაქსიმალური გავაკეთო და უმაღლეს დონეზე თამაში გავაგრძელო.
მე და ჩემი ოჯახი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვართ. ახალი გამოწვევებისთვისა და ცვლილებებისთვის მზად ვართ,'' - მესის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.
გასულ სეზონში მესიმ ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. არგენტინელმა სეზონის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდი დატოვა და ,,ინტერ მაიამიში” გადავიდა.
სავარაუდოდ, მესის დებიუტი ახალ გუნდში 22 ივლისს, ,,კრუს ასულთან'' სტუმრად გასამართ შეხვედრაში შედგება.