ლიონელ მესიმ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდის შესახებ ისაუბრა.
ლეოს განცხადებით ასეთი ბრაზილიელი რონალდოა: "ის ყველა დროის საუკეთესოა, ნამდვილი ფენომენი. რონალდოს დაუჯერებელი ნიჭი ჰქონდა, უამრავი შემტევის თამაში მინახავს, ის ნამდვილად საუკეთესოა" - განაცხადა ლეომ.