Belive

მესი ბენზემას ოქროს ბურთზე: ,,მან ეს უდავოდ დაიმსახურა''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, L'Equipe-ს დოკუმენტურ ფილმში - ,,ოქროს ბურთი 2022: სვლა მარადისობისკენ'', კარიმ ბენზემას მიერ მოპოვებულ ჯილდოზე ისაუბრა:

,,იმ შესანიშნავი სეზონისა და მთელი მისი კარიერის გამო, ბენზემამ ოქროს ბურთი უდავოდ დაიმსახურა. ის დიდი ფეხბურთელია.

ეს ჯილდო მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ასევე ფეხბურთისთვის.'' - ლეო მესი

,,ოქროს ბურთის'' ბოლო მფლობელი სწორედ კარიმ ბენზემაა, რომელმაც 2021-2022 წლების სეზონში, ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება შეძლო.

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალი 30 ოქტომბერს გაიმართება და მისი მოგების მთავარი ფავორიტი ლეო მესია.

სხვა სტატიები