Belive

მესამედ ისტორიაში - ინგლისი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა - პალმერმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი კურტის ჯონსს მოხვდა და კარში შევარდა.

ესპანელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ბოლო წუთზე აბელ რუისის პენალტი ჯეიმს ტრაფორდმა მოიგერია.

ლი კარსლის გუნდმა სულ 6 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონი ისე გახდა, რომ არცერთი გოლი არ გაუშვია.

ინგლისმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ (1982,1984) მოიგო.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გერმანია იყო, რომელმაც 2021 წელს ფინალში პორტუგალია დაამარცხა.