Belive

მესამე ტრავმა სეზონში - კამავინგა კვლავ 1 თვეს იუქმებს

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 22 წლის ნახევარმცველმა - ედუარდო კამავინგამ, სეზონში რიგირ მესამე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მინიმუმ 3 კვირის (1 თვის) გამოტოვება მოუწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას "სამეფო კლუბი" ავრცელებს და ადასტურებს.

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში, მადრიდის "რეალი" შინ "სელტას" დაუპირისპირდა, სადაც ძირითადი დრო 2:2 მორჩა, საბოლოოდ კი მატჩი 5:2 "სამეფო კლუბის" გამარჯვებით დასრულდა.

22 წლის ფრანგი ნახევარმცველი მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა და მან დანი სებალოსი შეცვალა. დამატებით დროში კი კამავინგა ფეხის არეში ტკივილმა შეაწუხა, თუმცა მოედანი არ დაუტოვებია.

რამდენიმე წუთის წინ კი, მადრიდის "რეალმა" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

"მადრიდის რეალის სამედიცინო სტაფის მიერ დღეს ჩატარებული ტესტების შემდეგ ჩვენს ფეხბურთელზე - ედუარდო კამავინგაზე, გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მას დაუდგინდა მარცხენა ფეხის კუნთის ბარძაყის ბიცეფსის ტრავმა, რის გამოც იგი 3 კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება..." - მადრიდის "რეალი"

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ედუარდო კამავინგასთვის ეს ტრავმა მიმდინარე სეზონში რიგით მესამეა. მიმდინარე სეზონში, დღევანდელ დღემდე, კამავინგამ ტრავმის გამო უკვე 17 მატჩი გამოტოვა.

კამავინგა მადრიდის რეალში 2021 წელს გადავიდა. 18 წლის ასაკში, 2 სეზონში მოიგო 6 ტიტული: 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერთასი, 1 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 1 ესპანეთის სუპერთასი. 22 წლის ასაკში მან უკვე 162 თამაში ითამაშა მადრიდის "რეალის" მაისურით. 2021 და 2022 წლებში იყო ნომინირებული Golden Boy-ზე, ხოლო 2022 და 2023 წლებში Kopa Trophy-ზე.

სხვა სტატიები