Belive

მექსიკის ჩემპიონატში ერთი გუნდის 8 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მექსიკის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსან "სანტოს ლაგუნას" 8 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და გაასაჯაროვა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. "ამ 8 მოთამაშიდან ყველა კარგად გრძნობს თავს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა. მექსიკის ჩემპიონატის ბოლო ტური 2020 წლის 15 მარტს ჩატარდა, სადაც "სანტოს ლაგუნამ" 2:1 გაიმარჯვა და მე-3 ადგილზე გადავიდა. ბოლო მონაცემებით მექსიკაში კორონავირუსის 56,594 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სხვა სტატიები