მექსიკელი მოკრივე: "მესიმ ილოცოს რომ სადმე არ შემხვდეს, მოვკლავ..."
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, მექსიკელმა მოკრივემ - ალვარეს კანელომ, არგენტინა - მექსიკის მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლეო მესის დაუპირისპირდა.
მექსიკელი მოკრივის გაბრაზება არგენტინა - მექსიკის მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ჩანს, რომ გამარჯვებული არგენტინელები გასახდელში ზეიმობენ, რა დროსაც ლეო მესიმ მექსიკის დროშაზე (მოკრივის მტკიცებით ეს არის მექსიკის დროშა და არა სხვა ნებისმიერი საგანი) ფეხი შემთხვევით დააბიჯა.
Canelo had some strong words for Messi after seeing his locker room celebration 👀
— ESPN Ringside (@ESPNRingside) November 28, 2022
(via @canelo, nicolasotamendi30/IG) pic.twitter.com/emRRHK1nGO
"ისევე უნდა დააფასო მექსიკა, როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას. არ ვსაუბრობ სრულიად ქვეყანაზე (არგენტინაზე), ვგულისხმობ ლეო მესის, რომელიც უღირსად მოიქცა".
"ღმერთს ვთხოვ, რომ არსად არ შემხვდეს, თორემ მოვკლავ"