მეოთხე კოვიდინფიცირებული ლივერპულში - შაჩირს კორონავირუსი დაუდგინდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" 28 წლის შემტევი - შაჩირი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას მერსესაიდული კლუბი თავად ადასტურებს. როგორც კლუბი აცხადებს, შვეიცარიელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შაქირის გარდა "ლივერპულიდან" კორონავირუსს - ტიაგო, სადიო მანე და ციმინკასი ებრძვიან. შაქირი მერსესაიდულ კლუბში 2018 წლიდან ირიცხება, რა დროშიც 42 მატჩის ჩატარება შეძლო. მან თავი გოლი 8-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 5-ჯერ გამოიჩინა.OFFICIAL: The Swiss FA announce that Liverpool winger Xherdan Shaqiri has tested positive for COVID-19 pic.twitter.com/wNBhb02EcN — B/R Football (@brfootball) October 6, 2020