მეორედ ისტორიაში - ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ,,ჩელსისა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' შორის ლონდონური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, კაი ჰავერცმა გაიტანა, რომელმაც მეისონ მაუნტის გადაცემით ისარგებლა. მეორე ნახევარში გვარდიოლას გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ,,ქალაქელებმა'' მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს. შედეგად, ,,არისტოკრატებმა'' ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს - აქამდე ტურნირი ,,ჩელსის'' ტრიუმფით 2011-12 წლების სეზონში დასრულდა.
WE'VE DONE IT!!!!!!!#ChelseaChampions #UCLFinal pic.twitter.com/7VZ4RP8Kh6 — Chelsea FC (@ChelseaFC) May 29, 2021