Belive

მეისონ გრინვუდის შეძენით ფენერბაჰჩე ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქული გუნდი "ფენერბაჰჩე" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის მეისონ გრინვუდის შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც უკვე კარგად მოგეხსენებათ, 21 წლის ფეხბურთელს ბრალი შეყვარებულზე ძალადობაში ედებოდა და დააკავეს კიდეც. თუმცა, თავისუფლების აღკვეთიდან 1 წლის შემდეგ, მას ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდება მოეხსნა.

ამის ფონზე მისი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა საკმაოდ საეჭვო ჩანს. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელი სამშობლოს დატოვებდა. მეისონს არაერთი მსურველი ყავს და მათ შორის თურქული "ფენერბაჰჩეც" არის.

სტამბულური კლუბი თურქეთის სუპერ ლიგაში 45 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ამჟამად, 6 თებერვალს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო თურქეთში შიდა ჩემპიონატის მატჩები გადადებულია.

გრინვუდი ფართო ასპარეზზე 2018 წელს გამოჩნდა და ის "წითელი ეშმაკების" მთავარ იმედადაც ითვლებოდა. პრემიერ ლიგის 129 მატჩში მან 35 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები