Belive

"მე მოიზ კენი ვარ" - იტალიელმა ხალხს გვარის სწორად წარმოთქმისკენ მოუწოდა | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელ Twitter-ში, ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდის თავდამსხმელი, მოიზე კენი ხალხს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმისკენ მოუწოდებს. ვიდეოში, სმარტოფნის ხმოვანი ძებნის სისტემით "მოიზე კინს" ეძებენ, რაზეც აპლიკაცია პასუხობს, რომ შედეგები არ იძებნება, შემდეგ კი თავად 21 წლის თავდამსხმელი შემოდის და მაყურებელს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმის გაკვეთილს სთავაზობს.

"ევერტონიდან" "პსჟ-ში" განათხოვრების შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელი მშობლიურ "ბიანკონერიში" იჯარის წესით 2021 წლის 31 აგვისტოს დაბრუნდა და იქ 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს. მიმდინარე სეზონში, "ბებერ ქალბატონს" კენი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში გატანილი 4 გოლით დაეხმარა.

სხვა სტატიები