"მე მოდელი არ ვარ. ფოტო ისეთია, როგორც გადაიღეს" - მარსელო ბიელსა
მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ურუგვაიმ საუდის არაბეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ ურუგვაელთა მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მედიის კითხვებს უპასუხა.
მარსელო ბიელსა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სხვა მწვრთნელების მსგავსად ფოტოსესიებზე მოგვევლინა, მაგრამ უცნაურად, ის ამ დროს კამერას არ უყურებდა და თავდახრილი იდგა, აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მედიის ყურადღება რათქმაუნდა მიიპყრო.
ეს თემა კი ისე არ ჩაივლიდა, რომ ბიელსასთვის კითხვა არ დაესვათ, ამიტომ საუდის არაბეთთან ფრედ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბიელსას ჰკითხეს თუ რატომ არ უყურებდა ფოტოსესიის დროს კამერას:
მე არ მჭირდება ახსნა-განმარტების მიცემა. ფოტო ისეთია, როგორც გადაიღეს. მე მოდელი არ ვარ. ამაზე პასუხი არ მაქვს. ასევე ისიც უნდა ავხსნა, თუ რატომ არ ვუყურებ მათ, ვისაც ახლა [პრესკონფერენციაზე] ვესაუბრები?
მე მჯერა, რომ არსებობს ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ავხსნათ. ავიხედავ ზემოთ თუ ჩავიხედავ ქვემოთ, ამდენი რამ არის ასახსნელი? ზოგიერთ სიტუაციას ახსნა არ სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, მოდელებად მოვიქცეთ. ამ ყველაფერს საფუძველი აქ აქვს, მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. - მარსელო ბიელსა - ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
დღევანდელის მატჩის შესახებ:
ვფიქრობ ის ფაქტი, რომ დღეს ვერ გავიმარჯვეთ, დაკავშირებულია იმასთან, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა ვერ შევძელით, სწორედ ამიტომ ვერ გავიმარჯვეთ. როგორც პირველ ტაიმში, ასევე მეორე ტაიმში ყველაფრის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ რაღაცების გაკეთება დაგვაკლდა.
თამაში მეორე ტაიმში შეიცვალა, მეტი ვარიანტი გამოჩნდა, მოთამაშეებს გადაადგილება შეეძლოთ, ბურთით გადაადგილება უფრო იყო შესაძლებელი და მეტი სივრცე გამოჩნდა. ასეთი რამ თამაშებში ხდება, ზოგჯერ მცირე შანსით იტან გოლს, ზოგჯერ კი ბევრით. - მარსელო ბიელსა - ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
⚠️‼️ Loco Bielsa, sobre su foto viral MIRANDO EL SUELO en la sesión de Uruguay:
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) June 16, 2026
“No tengo que dar ninguna explicación. Me sacaron la foto como me la sacaron, NO SOY UN MODELO. Estaba enfrentando a los fotógrafos y esa fue la foto que obtuvieron de mí.
Tiene un límite lo que hay… pic.twitter.com/vxAgTKE9C6
პირველი ტურის შემდეგ H ჯგუფში ოთხივე ნაკრებს თანაბარი 1-1 ქულა აქვს.
ურუგვაი: 1 ქულა
საუდის არაბეთი: 1 ქულა
ესპანეთი: 1 ქულა
კაბო ვერდე: 1 ქულა