Belive

მძიმე დარტყმა მოურინიოს - რეალს სეზონის სტარტზე ფეხბურთელი გამოაკლდა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალს, წინა სასეზონო მზადების ადრეულ ეტაპზე, სერიოზული პრობლემა შეექმნა. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხდა, რომ მცველი - რაულ ასენსიო, ტრამვის გამო, რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ასენსიო პირველი ფეხბურთელია, რომელიც მოურინიოს, რეალში დაბრუნების შემდეგ, სეზონის სტარტზევე გამოაკლდება.

კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, სამედიცინო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. ასენსიოს დაბრუნების ვადები ტრამვის განვითარებასა და მკურნალობის პროცესზეა დამოკიდებული.

მადრიდის რეალის სამედიცინო პერსონალის გამოკვლევების შემდეგ, რაულ ასენსიოს, ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ამ ეტაპზე, რაიმეს დანამდვილებით თქმა ძნელია. ის ჯერ კიდევ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ესპანური გამოცემა "Marca" იუწყება, ახალგაზრდა ფეხბურთელი, დაახლოებით, 4-დან 6 კვირამდე ვერ ითამაშებს. ეს ნიშნავს, რომ ასენსიო, წინა სასეზონო მზადების დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მისი მონაწილეობა, ლა ლიგის საწყის სტადიაზეც. ასენსიომ სამშაბათს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც რეალი ლეგანესს დაუპირისპირდა, მოედანი შეხვედრის 46-ე წუთზე, ტრამვის გამო დატოვა.

სხვა სტატიები