Belive

მბაპეს წარბზე ნაკერები დასჭირდა და ვარჯიში გამოტოვა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის წინა ტურში, ჟირონასთან ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), 88-ე წუთზე, კილიან მბაპე საჯარიმოში შევიდა და ვიტორ რეისს შეეჯახა. მცველმა მას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რასაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის ოფიციალურმა ტრანსლაციამ არ გვიჩვენა ვიდეო, სადაც მბაპეს სისხლდენა და დაზიანების სიმძიმე იქნებოდა ასახული, იქნებოდა ასახული, ჭრილობის ხარისხი მხოლოდ მოგვიანებით, ფოტოების საშუალებით გახდა ცნობილი. ლა ლიგამ უარყო ცენზურის არსებობა და განაცხადა, რომ ინციდენტის დროს კამერის კუთხე უბრალოდ შეზღუდული იყო.

ესპანური გაზეთი AS წერს, რომ მბაპეს მარჯვენა წარბზე ქირურგიული ჩარევა და სამი ნაკერის დადება დასჭირდა და ფეხბურთელი კვირას ვარჯიშს არ დაესწრო. კილიანი ფორმის პიკში ნამდვილად არ იყო, ახლა კი, უმნიშვნელოვანეს მატჩამდე (ბაიერნთან გამეორებითი შეხვედრა, სადაც რეალი ჩამორჩენაშია 2:1), ფრანგი სრულფასოვნად ვერ ემზადება.

რეალ მადრიდის ქომაგებმა იმაზე არ უნდა იდარდონ, რომ მბაპე თამაშს ვერ მოახერხებს, რადგან ვარჯიშის გამოტოვება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო - ბაიერნთან მისი ყოფნა 'ეჭვს არ წივევს' (AS).

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები