Belive

მბაპემ განმარტა, თუ რატომ არ აკეთებს მედიასთან კომენტარს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შეხვედრის შემდეგ ინტერვიუზე კვლავ უარი განაცხადა.

პირველი უარის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, მეორე შემთხვევაში კი 10 200 ევროთი დაჯარიმდა.

23 წლის ფეხბურთელმა განმართა, თუ რატომ არ აკეთებს მედიასთან კომენტარს.

"ხალხი მეკითხება, რატომ არ ვჩნდები მედიის წინაშე. არანაირი პირადი მიზეზი არ მაქვს, პასუხი მარტივია: მე მხოლოდ მიმდინარე მუნდიალზე და ჩემს ნაკრებზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

გამიგია, რომ თუ მედიის წინაშე არ გამოვჩნდები, ფედერაცია დამაჯარიმებს. თუ ეს მოხდება, პრობლემა არ იქნება, ჯარიმას საკუთარი ხარჯით გადავიხდი".

მბაპემ ასევე დაამატა: ,,პირადი გადაწყვეტილებების გამო, ჯარიმა ფედერაციამ არ უნდა გადაიხადოს.”

საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში პოლონეთს 3:1 მოუგო. მატჩში კილიანმა დუბლი გაიფორმა და საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის 1/4-ფინალში გაიყვანა, სადაც მეტოქედ ინგლისის ნაკრები ეყოლება.

სხვა სტატიები