მბაპე: ,,პსჟ-ში უხეშად მელაპარაკებოდნენ, ლუის ენრიკემ გადამარჩინა''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ახალწვეულმა, კილიან მბაპემ, განაცხადა, რომ მისთვის ,,პარი სენ ჟერმენში'' გატარებული ბოლო პერიოდი რთული იყო:
,,გუნდის ხელმძღვანელობამ პირდაპირ მითხრა, რომ პსჟ-ში ვერ ვითამაშებდი, უხეშად მელაპარაკებოდნენ. ლუის ენრიკემ და ლუიშ კამპუშმა გადამარჩინეს, მათ გარეშე მოედანზე არ გავიდოდი. სწორედ ამიტომ, მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის მადლიერი ყოველთვის ვიქნები.
ჩემი შესაძლებლობის შესახებ ყველაზე უკეთ თავად ვიცი, ამიტომ, მიმაჩნია, რომ გასულ სეზონში ჩვეულზე დაბალი დონე ვითამაშე. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ბოლომდე კმაყოფილი ვიქნები.
რა თქმა უნდა, პსჟ-ში თავს ყოველთვის ცუდად არ ვგრძნობდი, მაგრამ, იყო რაღაცები, რამაც ძალიან გამაბრაზა. თუმცა, ლიდერისგან ამაზე აპელირება არ გამოვიდოდა, ამიტომ, ვცდილობდი, მაქსიმალურად პოზიტიური ვყოფილიყავი.'' - კილიან მბაპე
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, ,,რეალთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავდამსხმელი ,,რეალში'' 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც Le Parisien წერს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთი სეზონის შემდეგ, როცა ,,რეალს'' ლუკა მოდრიჩი დატოვებს, მბაპე ნომერს შეიცვლის და 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
გასულ სეზონში მბაპემ ,,პსჟ-ს'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.