Belive

მბაპე ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შევიდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონასთან'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა.

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებულ 71 შეხვედრაში 48 გოლი დაუგროვდა, რითაც ბომბარდირთა შორის მე-10 ადგილზე გადავიდა.

კილიანი გატანილი გოლების რაოდენობით ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები (არ მოიცავს საკვალიფიკაციო ეტაპს):

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 140 გოლი 183 მატჩში

  2. ლეო მესი - 129 გოლი 163 მატჩში

  3. რობერტ ლევანდოვსკი - 94 გოლი 120 მატჩში

  4. ქარიმ ბენზემა - 90 გოლი 152 მატჩში

  5. რაული - 71 გოლი 142 მატჩში

  6. რუდ ვან ნისტელროი - 56 გოლი 73 მატჩში

  7. თომას მიულერი - 54 გოლი 149 მატჩში

  8. ტიერი ანრი - 50 გოლი 112 მატჩში

  9. ალფრედო დი სტეფანო - 49 გოლი 58 მატჩში

  10. კილიან მბაპე - 48 გოლი 71 მატჩში

  11. ანდრეი შევჩენკო - 48 გოლი 100 მატჩში

  12. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 48 გოლი 124 მატჩში

სხვა სტატიები