Belive

მასტანტუონო: "სადაც არ უნდა ვითამაშო ყველგან ვიტყვი - მესი საუკეთესოა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა 18 წლის ახალწვეული, ფრანკო მასტანტუონო ოფიციალურად წარადგინა. უნივერსალური ნახევარმცველი სამეფო კლუბს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რივერ პლეიტიდან შეუერთდა.

ფრანკო მასტანტუონოს წარდგენა დღეს, 14 აგვისტოს შედგა. მადრიდელებმა ის 2025/26 წლების სეზონისთვის სათადარიგო კლუბ, კასტილიაში დაარეგისტრირეს, თუმცა ცნობილია, რომ მასტანტუონო რეალში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მიმდინარე სეზონში, რეალის პირველ გუნდში სათამაშო დროსაც მიიღებს.

18 წლის არგენტინელმა "სამეფო კლუბში" წარდგენის შემდეგ, მედიის კითხვებსაც უპასუხა - საინტერესო იყო მომენტი, როდესაც ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, თუ ვინ არის მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

"მე არგენტინაში დავიბადე და გავიზარდა, ფეხბურთიც მესის გამო მიყვარს და ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე ვიტყვი, რომ ის მსოფლიოს ყველა დროსი საუკეთესო ფეხბურთელია.

ამ კლუბს უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყოლია, მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდები და ფენომენალური ფეხბურთელები, თუმცა მესიზე კარგად ეს სპორტი არასდროს არავის უთამაშია." - ფრანკო მასტანტუონო

ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაბი ალონსო მასტანტუონოს პირველ გუნდთან ინტეგრაციას გეგმავს და წლევანდელ სეზონში სამეფო კლუბში გარკვეულ სათამაშო დროსაც მისცემს.

სხვა სტატიები