,,მას მესის ადგილის დაკავება არ უნდოდა'' - ნეიმარის მამა შვილის პსჟ-ში გადასვლაზე
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ჰილალის'' შემტევის, ნეიმარის მამამ, მისი შვილის ,,ბარსელონადან'' ,,პსჟ-ში'' გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა:
,,პსჟ-ში გადასვლა მისი გადაწყვეტილება იყო, მას გუნდის გამოცვლა სურდა. იმ მომენტში ბარსელონაში ცუდ სიტუაციაში ვიყავით, რადგან, არ ვიცოდით, რას ფიქრობდნენ ხელმძღვანელები.
როგორც ჩანს, გუნდს სურდა, რომ მესის ადგილი ნეიმარს დაეკავებინა, მას კი ეს არ უნდოდა, ამიტომ წასვლა გადაწყვიტა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი შვილი ბარსელონაში დარჩენილიყო, მაგრამ მას არ სურდა, ლეოს ადგილი დაეკავებინა და კლუბის მთავარი ვარსკვლავი გამხდარიყო.'' - ნეიმარის მამა
ნეიმარი ,,ბარსელონაში'' 2013-2017 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 186 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა მიითვალა.