Belive

მარტინესი: ,,რონალდუ ყველა დროის საუკეთესო იქნება იმის მიუხედავად, მოიგებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის საუკეთესოობისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება:

,,მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა კრიშტია რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატს, ის მაინც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ეს კი მუდმივ ანალიზს, განვითარებასა და სწორ აზროვნებას მოითხოვს.

არასდროს მიმუშავია ფეხბურთელთან, რომელიც ყოველდღიურად საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ფიქრობს. ის რომ სამუდამოდ გვყავდეს, ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი გზა ახალგაზრდა ფეხბურთელების დასახმარებლად. - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის K ჯგუფში უზბეკეთთან და კოლუმბიასთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფის მე-4 წევრი ახალი კალედონია, იამაიკა ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იქნება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

სხვა სტატიები