Belive

მარსელოს სანაცვლოდ იუვენტუსი მაცდურ წინადადებას ამზადებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინული გრანდი მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, მარსელოს შეძენას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, მარსელოს გასაფორმებლად "ბიანკონერი" მზადაა 50 მილიონი ევრო შესთავაზოს "რეალს" - ამასთანავე, ტურინელებს ალექს სანდროს ჩართვაც სურთ ტრანსფერში. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური სპორტული ტაბლოიდი Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, "იუვენტუსის" მესვეურები მარსელოს ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ.

სხვა სტატიები