დიდი ალბათობით, მარსელო "ჩელსისთან" საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი მეტად უცნაურია.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქე 2011 წელს გახდა, 4 მაისს კი მადრიდის ასამბლეის არჩევნები გაიმართება. შემთხვევითობის პრინციპით, მასზე დამკვირვებლად სწორედ მარსელოა მიწვეული.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "რეალს" შორის მატჩი 5 მაისს გაიმართება, წინა დღით კი მარსელო ამ უცნაური მიზეზით მადრიდში უნდა იყოს.
როგორც ფეხბურთელმა, ასევე "რეალმა" აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა მადრიდის მერიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება არასაპატიო მიზეზად ჩათვალა.