Belive

მარსელო ბროზოვიჩმა, მის მიერ 2018 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარსელო ბროზოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი (16.3 კმ) ირბინა. იაპონიასთან შეხვედრაში კი, ხორვატმა ნახავარმცველმა მისივე რეკორდი გააუმჯობესა და 16.7 კმ. დაფარა.

ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8-ფინალში იაპონიასთან ითამაშა და პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ მატჩის გმირი დომინკ ლივაკოვიჩი იყო, რომელმაც სამი პენალტის მოგერიება შეძლო. ზლატკო დალიჩის გუნდი 1/4-ფინალურ შეხვედრას ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩი 9 დეკემბერს, 19:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები