"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა თქვა, რომ ის ძალიან მოტივირებულია და პრემიერლიგის მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესი შედეგების ჩვენებას გეგმავს, ვიდრე მან ეს წინა გათამაშებაში შეძლო.
"წინა სეზონში 4 თუ 5 თვე გამიცდა და ვფიქრობ გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ რატომღაც ასე არ გამოვიდა. არასდროს ვწყვეტ რეალობის შეგრძნებას და ვიცი, რომ შემდეგ სეზონში თავი უკეთესად უნდა წარმოვაჩინო. ყოველთვის ვოცნებობდი "მანჩესტერ იუნაიტედში" მეთამაშა და ის, რომ ამ კლუბში უკვე ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული, სიამაყის საფუძველს მიჩენს. მაგრამ, როგორც მოთამაშეს, ეს მაიძულებს უფრო მეტი გავაკეთო და ყოველდღიურად უფრო განვვითარდე", - თქვა 22 წლის ინგლისელმა.
წინა სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კარიერაში საუკეთესო იყო. მან 44 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.