მარკო როისი: "ტრავმების გამო, მე დორტმუნდის კაპიტნობას არ ვიმსახურებ..."
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "დორტმუნდის ბორუსიას" 34 წლის შემტევმა - მარკო როისმა, კლუბის კაპიტნობაზე უარი განაცხადა და კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად დათმო.
ამის მიზეზად კი იგი გაუთავებელ ტრავმებს ასახელებს.
"დასვენების პერიოდში ბევრი ვიფიქრე იმ ფაქტის შესახებ, რომ მე დორტმუნდის კაპიტანი ვარ. გასაგებია, რომ უკვე ბევრი წელია მე ამ კლუბის ღირსებას ვიცავ, თუმცა ამდენი ტრავმა, ამდენი უთამაშებლობა და პრობლემები, მორალურად არ მაძლევს იმის უფლებას, რომ კლუბის ლიდერი და კაპიტანი ვიყო, ამიტომ მე უარს ვამბობ დორტმუნდის კაპიტნობაზე. იმედია ყველა სწორად გამიგებს..."
Marco Reus is stepping down as Dortmund captain:
— B/R Football (@brfootball) July 6, 2023
“I had a lot of time to think during my vacation and decided to pass the captain’s armband.” pic.twitter.com/KdynksDFh5
შეგახსენებთ, რომ მარკო როისი "დორტმუნდის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მან ჯამში 387 მატჩი ჩაატარა, სადაც 161 გოლის გატანა და 121 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მარკო როისი "დორტმუნდის" ლეგენდა და კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფეხბურთელია.