მარიმ პირს მორგანი ,,გამოიწვია'', ჟურნალისტმა ჩოგბურთელს უპასუხა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ენდი მარიმ, მექსიკასთან მატჩში ლეო მესის გოლის შემდეგ, ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს, ტვიტერის პოსტით ,,დასცინა''. მორგანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან ინტერვიუ ჩაწერა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელს მიიჩნევს.
მარიმ ტვიტერის პირად გვერდზე მესის ფოტო დადო, დაწერა ,,Oops'' და პირს მორგანი მონიშნა:
მარის პოსტზე ჟურნალისტის პასუხმაც არ დააყოვნა:
,,ვხვდები, რატომ მოგწონს ის... თქვენს სახეობაში თქვენი ქვეყნიდან ორივენი მეორე ხართ! მარადონა, პერი...'' - დაწერა მორგანმა.
დიეგო მარადონას გარდა, მორგანმა ლეგენდარული ბრიტანელი ჩოგბურთელი, ფრედ პერი ახსენა, რომელმაც 1933-1936 წლებში 8 გრანდ სლემი (მათ შორის 3-ჯერ უიმბლდონი) მოიგო.