Belive

MARCA: ლუკა მოდრიჩი რეალში კიდევ ერთი წლით დარჩება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

38 წლის ლუკა მოდრიჩს, მიმდინარე კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" 30 ივნისს ეწურება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ხორვატი ფეხბურთელითვის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოფნის ბოლო სეზონი იყო, თუმცა. როგორც ჩანს, კლუბის პრეზიდენტმა თავისი გაიტანა.

MARCA იტყობინება, რომ რეალმა და ლუკა მოდრიჩმა მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას ფეხბურთელის კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების თაობაზე. გამოცემის მიხედვით, მოდრიჩისა და კროოსის კიდევ ერთი წლით დატოვების საკითხი პირადად ფლორენტინო პერესმა აიღო საკუთარ თავზე, ახლა მას მოდრიჩისგან თანხმობა აქვს და იმავეს ელოდება გერმანელი ნახევარმცველისგანაც. ხორვატი დათანახმდა საკუთარი როლის შემცირებას უშუალოდ მოედანზე და ხელფასსაც დაიკლებს.

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მოდრიჩმა თითქოს დაკარგა თავისი გამორჩეულობა, თუმცა ბოლო თვეებში ისევ ამტკიცებს, რომ შეუძლია გუნდის წარმატების უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი იყოს. კარლო ანჩელოტიმ უამრავჯერ აღნიშნა, რომ მოდრიჩის გუნდში ყოლა მისთვის პრივილეგიაა და ხორვატი საქმეს მხოლოდ მინდორზე არ აკეთებს.

სხვა სტატიები