Marca: "ბარსელონას მთავარი სამიზნე ალექსანდრ ისაკია - პირველი მოლაპარაკება შედგა"
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული მედიის 'Marca'-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი სამიზნე, შვედი ფორვარდი - ალექსანდრ ისაკი იქნება.
'Marca'-ს გარდა, ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი - ტონი ხუანმარტიც ავრცელებს.
ℹ️🔵🔴
— Toni Juanmartí (@tjuanmarti) February 12, 2025
Deco se movió a finales de 2024 por Isak. Pero no ha ido más allá. Hoy, la operación es altamente inviable.
También es exigente la de Luis Díaz, pero el contexto y sobre todo sus ganas de ser azulgrana la hacen algo menos complicada. https://t.co/5Em9IK9GfF
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელს და მის აგენტს. ტრანსფერში ერთადერთ პრობლემას მისი მაღალი ფასი - €100 მილიონი წარმოადგენს.
ისაკი ახლა ბარსელონას მთავარი სამიზნეა, თუმცა ამ ტრანსფერის ვერ განხორციელების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი სხვა ალტერნატივებსაც განიხილავს. ასეთი ფეხბურთელები კი - ლუის დიასი და ბენჟამინ შეშკო არიან.
25 წლის შვედ ფორვარდს მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის გათამაშებაში 17 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს. 17 გატანილ გოლთან ერთად, ალექსანდრ ისაკის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა.