"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ" - რამაზ სვანაძე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, მალტასთან გასვლითი მატჩით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი, მალტას დღეს ტა-ქალიში, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
21-წლამდელებმა მალტაზე, სენტენარიზე მატჩის წინა ვარჯიში გამართეს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მატჩის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ - მიხეილ მაქაცარიამ გააკეთეს.
ნორმალური განწყობა გვაქვს, რაც შეეხება კონდიციებს, ეს დღეები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალები მაქსიმალურად აღგვედგინა. ვთვლი, რომ თამაშისთვის ფიზიკურად მზად ვართ.
მალტასთან არ ველოდები მარტივ თამაშს, თუმცა ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი მესამე მატჩია და თუ ის ყველაფერი შესრულდება, რაც მთელი ეს პერიოდი მუშავდებოდა, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თუნდაც თეორიულ მეცადინეობაზე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ზოგადად აღნიშნულ შეხვედრაში ბევრ ფეხბურთელს აქვს დასამტკიცებელი ძალიან ბევრი რამ და ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. - რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
გუნდში კარგი განწყობაა, ბრძოლისუნარიანად ვართ შემართულები, მალტის ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ვიცით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვთვლი, რომ ის დღეა, როდესაც პირველი სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. - მიხეილ მაქაცარია - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს (2 ფრე) და 6 გუნდიან ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასული ავტომატურად გადის ევროპის ჩემპიონატზე და თუ მეორე პოზიციას დაიკავებს, აქ უკვე მნიშვნელობა მიენიჭება საუკეთესო მეორეადგილოსანს.
სრულად ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: