Belive

მანჩესტერში კორონავირუსი მძვინვარებს - პრემიერ ლიგის მატჩი გადაიდო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
14 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩები აიღებს სტარტს. მე-17 ტური "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრენტფორდის" მატჩით უნდა გახსნილიყო, რომელიც თბილისის დროით 23:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა პრემიერ ლიგის მესვეურების გადაწყვეტილებით, მატჩი გაუქმებულია. მატჩის გაუქმების და გადადების მიზეზი კვლავ კორონავირუსია, რომელმაც ამჯერად პრემიერ ლიგასა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაარტყა. "წითელმა ეშმაკებმა" ასევე დროებით დახურეს სავარჯიშო ბაზა, რადგან კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. გასულ კვირაში Covid 19 პრემიერ ლიგის 42 წარმომადგენელს (ფეხბურთელებსა და სტაფის წევრებს) დაუდასტურდა. "ბრაიტონის", "ტოტენჰემის", "ლესტერის", "ასტონ ვილასა" და "ნორვიჩის" ფეხბურთელებს კორონავირუსი აქვთ, რის გამოც მე-16 ტურში "ბრაიტონი" - "ტოტენჰემის" მატჩი გადაიდო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსი დაუდგინდათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე კლუბის წარმომადგენლებს, თუმცა მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია და დღევანდელი მატჩი სწორედ მათი მოთხოვნით გადაიდო. 2020 წლის მაისის შემდეგ, გასულ კვირაში ტესტირების შედეგად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები პრემიერ ლიგაში რეკორდულია. Covid 19-ის ახალი შტამის "ომიკრონის" გავრცელების შემდეგ, პრემიერ ლიგამ კლუბებს მიმართა, რომ სასწრაფოდ მიიღონ გადაუდებელი ზომები პანდემიის თავიდან ასაცილებლად, კერძოდ კი კვლავ დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.      

სხვა სტატიები