Belive

მანჩესტერის ინტერესი კეინის მიმართ არ წყდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

“წითელი ეშმაკების” მთავარ სამიზნედ კვლავ “ტოტენჰემის” 9 ნომერი ჰარი კეინი რჩება. მანჩესტერელები გეგმავენ, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის ინგლისის ნაკრების თავდასხმელი მათ რიგებში ითამაშებს.

ESPN-ის ინფორმაციით, “იუნაიტედი” გეგმავს, რომ ტრანსფერში დინ ჰენდერსონიც ჩართონ და მეკარე თავდამსხმელში გაცვალონ.

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერი” საკმაოდ თავდაჯერებულია და თვლის, რომ ლონდონელები კეინის ფასს შეამცირებენ. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ 29 წლის კეინს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ბუნებრივია, რომ “დეზებს” არ სურთ მათი გამორჩეული მოთამაშის უფასოდ გაშვებას.

სხვა სტატიები