Belive

მანჩესტერი კომანის თაობაზე ბაიერნთან მოლაპარაკებას აწარმოებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" კინგსლი კომანით ინტერესდება. ინგლისური გუნდი ფრანგი ფეხბურთელის ზაფხულში გადმოსაბირებლად "ბაიერნთან" მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" მთავარი სამიზნედ კვლავ ჯეიდონ სანჩო რჩება, თუმცა ინგლისელებს არ უნდათ, რომ რომელიმე პოზიციაზე არჩევანი შეეზღუდოთ. თავად ფრანგი ფეხბურთელი "იუნაიტედში" გადასვლის წინააღმდეგი არაა. "ოლდ ტრაფორდზე" მას თანამემამულეები: პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი დახვდებიან. ცნობილია, რომ მანჩესტერელები კომანის იჯარით წესით დამატებასაც განიხილავენ. ლეროი სანეს "ბაიერნში" ტრანსფერმა ეს მოლაპარაკება, შესაძლოა, უფრო მარტივი გახადოს.

სხვა სტატიები