Belive

მანჩესტერ სიტის მფლობელის ღირსეული საქციელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" ფენომენალური სეზონის დაგვირგვინებას 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის მოგებით შეეცდება. პრემიერ ლიგის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლა და კომპანია ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნანატრი ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან. 29 მაისს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს პორტო უმასპინძლებს. "დრაგაოზე" "მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, "მანჩესტერ სიტის" მფლობელმა ფანები აღაფრთოვანა. გამომდინარე იქიდან, რომ "ქალაქელები" ისტორიაში პირველად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შეიხი მანსური რამდენიმე ათასი გულშემატკივრის ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
"ფინანსური და ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ფანები დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ვიმედოვნებთ, მისი უდიდებულესობა შეიხი მანსურის ინიციატივა რამდენიმე ათას გულშემატკივარს მატჩზე დასწრების შესაძლებლობას მისცემს. ფანების ტრანსპორტირების ხარჯებს შეიხი მანსური დაფარავს", - აღნიშნულია "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ განცხადებაში. 

სხვა სტატიები