Belive

მანჩესტერ სიტიმ UEFA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტიმ" UEFA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგის გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. წყაროს მტკიცებით, "მანჩესტერ სიტის" იურისტებმა სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) აპელაციის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. "ქალაქელთა" საჩივრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის არ ვრცელდება. შეგახსენებთ, UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. საქმე ეხება ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას. როგორც ცნობილია, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა, Der Spiegel-მა, 2018 წლის ნოემბერში გაავრცელა. სტატიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასა და ელექტრონული პოსტის ჩანაწერებში “სიტის” დანაშაული იკვეთებოდა. ამ ყველაფრით კი უეფას საგამოძიებო ორგანო დაინტერესდა, რომელმაც მკაცრი ვერდიქტი დღეს გამოიტანა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ “სიტის” მფლობელი, შეიხი მანსური, გუნდს ავიაკომპანია Etihad-ის საშუალებით ყოველწლიურად 67.5 მილიონი ფუნტით აფინანსებდა, თუმცა დოკუმენტაციაში ჩანდა, რომ Etihad-ი მანჩესტერული გუნდის ბალანსზე მხოლოდ 8 მილიონ ფუნტს რიცხავდა. უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების თანახმად, გუნდებმა მფლობელებისგან ფეხბურთელების ხელფასების დასაფარად დიდი თანხები არ უნდა მიიღონ და სანაცვლოდ, საჭირო ფინანსური სახსრები სპონსორებისგან მოიძიონ. უეფა მანჩესტერულ გუნდს სწორედ აღნიშნული წესის დარღვევას ედავება.

სხვა სტატიები