მანჩესტერ სიტი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
საუდის არაბეთში გამართულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფინალური მატჩი შედგა. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ შეხვდა და მეტოქე 4;0 დაამარცხა.
მანჩესტერელები ხულიან ალვარესმა შეხვედრის პირველივე წუთზე დააწინაურა, მე-20 წუთზე ფლუმინენსეს ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 72-ე წუთზე კი ხულიან ალვარესმა საგოლე პასიც მიითვალა და ფილ ფოდენს მესამე გოლი გაატანინა. არგენტინელი ამაზე არ გაჩერდა, 88-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ტურნირის ნახევარფინალში იაპონური „ურავა რედსის“ 3:0 მოუგო და ფინალში ასე გავიდა. ფლუმინენსემ კი ფინალში გასასვლელად ეგვიპტური "ალ-აჰლის" ბარიერი დასძლია (2:0). ამ ტურნირზე, ეს ორივე კლუბისთვის პირველი ფინალი იყო.
That's 5⃣ for Man City in 2⃣0⃣2⃣3⃣!! 🏆
— Football on TNT Sports (@footballontnt) December 22, 2023
Fully deserved! 🔥 pic.twitter.com/QnzD8i7VdV